Stand up for woman's rights
среда, 26 ноября 2014 г.
суббота, 14 июня 2014 г.
Stand up for womans rights
ეს პროექტი დაიგეგმა ბარსელონაში Mircosoft-ის განათლების მსოფლიო ფორუმზე, სადაც ჩემთან ერთად კიდევ ორი ქართველი მასწავლებელი იმყოფებოდა: მარეხი ბასილიძე (თბილისის #157 საჯარო სკოლა) და თეა ნონიკაშვილი (გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა). მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობისათვის კონკურსის წესით შეგვარჩიეს.
გლობალურ ფორუმზე ქართველმა პედაგოგებმა მსოფლიოს 97 ქვეყნის 250 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საგანმანათლებლო პროექტების შექმნაზე აქტიურად ვიმუშავეთ. ეს პროექტები გრძელვადიანია და სხვადასხვა ქვეყნის საკლასო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.
მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმი ბარსელონაში, მიმნდინარე წლის 11-14 მარტს გაიმართა. ფორუმი მაღალი დონის ღონისძიებას წარმოადგენს, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლები მონაწილეობენ. ეს პედაგოგები, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენებით, ინოვაციურ სასწავლო რესურესებს ქმნიან. ფორუმის დროს ხდება ამ საგანმანათლებლო პროექტების წარდგენა, მიმდინარეობს სემინარები, იმართება საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენა. გლობალური ფორუმი წარმოადგენს იმ მასწავლებლების აღიარების საშუალებას, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებს ამზადებენ 21-ე საუკუნეში წარმატებული ცხოვრებისთვის. წელიწადში ერთხელ Microsoft-ი იწვევს ინოვაციური მასწავლებლების და ინოვაციური სკოლის პროგრამებში მონაწილეებს ენერგიულ და თანამშრომლობით კონფერენციაზე. ამ მაღალი კლასის ღონისძიებას ესწრებიან ინოვაციური მასწავლებლები, სკოლის და განათლების ლიდერები, ოფიციალური წარმომადგენლების ჩათვლით, მსოფლიოს 75 ქვეყნიდან.
სწორედ ამ ფორუმზე დაიგეგმა ეს საერთაშორისო პროექტი. პროექტის დაგეგმაში ვმონაწილეობდით: მარეხი ბასილიძე ( საქართველო), João Carlos Ramalheiro (პორტუგალია), Vanessa Cristina (ბრაზილია), Mabusane Tlali (ლესოტო) და მე - რუსუდან გონაშვილი (საქართველო).
Подписаться на:
Сообщения (Atom)