პროექტის შინაარსი




პროექტის გეგმა

1პროექტის სახელი:
·          Stand up for womens rights
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1 - 2 წინადადებით:

·         გენდერული თანასწორობის სურათი დღევანდელ საქართველოში

3. პროექტის აქტუალობა:

  •  გენდერული თანასწორობა, როგორც დემოკრატიული ღირებულებების შემადგენელი ნაწილი შედარებით ახალი ფენომენია და შრომატევად სამუშაოს მოითხოვს სათანადო გარემოს შესაქმნელად.
  •  საუკუნეების მანძილზე დარღვეული თანასწორობის აღდგენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა სტრატეგიებით ებრძვიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობებისა და საზოგადოებების დიდმა ნაწილმა გააცნობიერა, თუ როგორი მასშტაბური და დამანგრეველია უთანასწორობის შედეგები.
4. პროექტის მიზნები:

·         დავინახოთ, რომ ჩვენ ყველას სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენია ერთი მხრივ, ბიჭებისა და მამაკაცების, ხოლო, მეორე მხრივ, გოგონებისა და ქალების ცხოვრება.
 ვაჩვენოთ გენდერული მოდელების არსებობა ჩვენს კუთხეში, ქვეყანაში.
·         დაეხმარო მოსწავლეებს, გააცნობიერონ თავიანთი წარმოდგენები ქალურობისა და მამაკაცურობის შესახებ. გაიაზრონ მამაკაცისა და ქალის ცხოვრების მახასიათებლები  იმ კონტექსტს, იმ გარემოს შესაბამისად, რომელშიც ცხოვრობენ .
·         თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, ეფექტური კომუნიკაციის, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება.
·         მოსწავლეთა შემოქმედებითი ( სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება
5. მონაწილეთა ასაკი/კლასი: 13-18 წელი
6. ვადები / ხანგრძლივობა: 9 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
  • ინტერვიუები;
  • კვლევის შედეგები და ანალიზი;
  • პრეზენტაციები;
  • კლიპი;
  • მოძიებულ მასალებს გამოვაქვეყნებთ ბლოგზე.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
  • კომპიუტერი, ინტერნეტი, დიქტოფონი, ციფრული კამერა, ტელეფონი, პროექტორი;
  • საჭირო ლიტერატურა;
  • OneNote , skydrive
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ.2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება; 
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
  • ჯგუფების შექმნა ( შემგროვებელი, დამხარისხებელი, კვლევის ჩამტარებლები);
  • ფუნქციების განაწილება;
  • შესასრულებელი დავალებების არჩევა;
  • შესასრულებელი სამუშაოების ეტაპებად დაყოფა და ვადების განსაზღვრა;
  • შუალედური და საბოლოო შეფასების (თვითშეფასების) დროის განსაზღვრა.
აქტ. 4. პროექტის საფეხურები:
მას შემდეგ, რაც გაეცნობიან ამ თემასთან დაკავშირებულ მასალებს მოსწავლეები, შეადგენენ ანკეტებს, რომლებსაც გამოიყენებენ სხვადასხვა ადამიანების გამოსაკითხად. ამ მიზნით ისინი გამოიყენებენ სხვადასვა ხელსაწყოს: ფოტოაპარატს, მობილურ ტელეფონს, ნოუთბუქს.. შეგროვებულ მასალებს გააზიარებენ skydrive-თი.
 დრო: 1 კვირა

მასალების მოგროვება
ერთმანეთთან გაზიარება-შეჯერება
შენიშვნებისა და კომენტარების ჩაწერა
ინსტრუმენტი: skype
შეგროვებული მასალის ანალიზი და გაზიარება ერთმანეთთან სკაიპის საშუალებით. პრობლემებზე საუბარი და ამ პრობლემების მოგვარების სავარაუდო გზების დასახვა.
დრო: ერთი კვირა

სკაიპით შეხვედრა, ინფორმაციის გაზიარება
ტექსტისა და მუსიკის შექმნა
ხელსაწყოები: OneNote ,  Skydrive , Lync
მუსიკალური კომპოზიციისთვის გამოყენებული იქნება Get up stand up (Bob Marley). ბრაზილიელი მოსწავლეები თავიანთ მუსიკალურ სტუდიაში ჩაწერენ ფონოგრამას

მუსიკალური ჯგუფის მუშაობა:
 ბობ მარლის სიმღერის ანალიზი,
სიმღერის რეპეტიცია
აუდიო მუსიკის ჩაწერა
 ხელსაწყო: Audactity
დრო:  4 კვირა

ინსტრუმენტალური ტრეკის შექმნა
რეპეტიციები
ვიდეოს ჩაწერა და გაზიარება
ხელსაწყო: Movie Maker
დრო: 2 კვირა

მონაწილეები გადმოწერენ მუსიკალურ ტრეკს და დაიწყებენ რეპეტიციებს, რომელსაც ჩაიწერენ და გააზიარებენ skydrive-ს საშუალებით
შეგროვებული კადრების რედაქტირება
ერთი ფინალური კადრის შექმნა
ვიდეოს გამოქვეყნება
ხელსაწყო: Moviemaker
დრო: 1 კვირა
ყველას გადაღებული მასალა შეგროვდება, გასწორდება, რათა შეიქმნას ერთი საბოლოო კლიპი movie maker-ით. ამ კლიპით მოსწავლეები საზოგადოებას გააცნობენ თავიანთ აზრს ქალთა უფლებებსა და შესაძლებლობებზე
შევქმნით ბლოგსა და ფეისბუქ ჯგუფს
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
პრეზენტაცია, ბლოგის წარდგენა
აქტ. 6. პროექტის შეფსება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
  • ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, ურთიერთთანამშრომლობა, პრეზენტაციის უნარი;    
  •   ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება,
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურამატემატიკა, ისტ- , მუსიკა; 
მოსწავლეები ამოიცნობენ და გამოიყენებენ პროექტის პრეზენტაციის შესაბამის  ხერხებს. წარმოადგენენ პროექტს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურით: შესავალი ნაწილი, წინასწარი კვლევის შედეგები, პრობლემის არსი, მიზნები და ამოცანები, განხორციელების გზები, მოსალოდნელი შედეგები, შეფასების კრიტერიუმები; მარტივად და გასაგებად ჩამოაყალიბებენ სათქმელს. მათემატიკაში: კვლევის შედეგებს წარმოადგენენ დიაგრამების სახით.
ქართული ენა და ლიტერატურა:
·         მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
·         მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.
·         მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ): 
რუსუდან გონაშვილი, ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და
 ლიტერატურის მასწავლებელი.
12. პროექტის ხელმძღვანელის ელფოსტა: rusagonashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: http://rusagonashvili55.blogspot.com/


2 комментария:

  1. ძალიან მაგარია, ძალიან... საიდან ასეთი იდეები ... იდეალური ხარ, რუსა...

    ОтветитьУдалить
  2. როგორც ყოველთვის, გენიალური....

    ОтветитьУдалить