პროექტის მასალები

ეს ბრაზილიელი ბავშვების მოწოდებული მონაცემებია, რომლებიც მათ კვლევის შედეგად მოაგროვეს




ეს კი ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ  კვლევის შედეგად შეგროვებული მონაცემებია







ეს ბრაზილიელი მოსწავლეების მიერ მუსიკალურ სტუდიაში ჩაწერილი მუსიკაა, რომელზეც საბოლოოდ უნდა ჩავწეროთ კლიპი ყველა მონაწილე ქვეყანამ
მუსიკა (გადადით ბმულზე და ჩამოქაჩეთ მუსიკა)

ეს ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ტექსტია, რომელიც მუსიკაზე უნდა დაედოს





ეს კი ქართველი ბავშვების მუსიკალური ვერსიაა, ჯერ დასამუშავებელი




პროექტის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი საკლასო აქტივობა 

დრო: 45 წუთი
ინსტრუქცია:
ხაზგასმით ვეუბნები ბავშვებს, რომ ეს გასართობი სავარჯიშოა და რომ მონაწილეებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ და დაასახელონ პირველი, რაც აზრად მოუვათ.
ვთხოვე მონაწილეებს, წარმოიდგინონ სრულიად ჩვეულებრივი ქალი, რომელიც ცხოვრობს მათს უბანში ან ქალაქში, ის, ვისაც ისინი სრულიად ჩვეულებრივ, რიგით ადამიანად თვლიან. შესაძლოა, მას ისინი ყოველდღე ხვდებიან ქუჩაში, ტრანსპორტში და ა.შ.
მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ მოსწავლეებმა შესძლეს შეესრულებინათ დავალება („ხედავთ ამ ქალს თქვენს წარმოსახვაში?“), მივეცი შემდეგი მითითება: „მოდით, გავაგრძელოთ ამ ქალის ცხოვრების აღწერა, შეგვიძლია მას პირობითად მარი ვუწოდოთ. ჩვენ ერთად აღვწერთ მთელ მის ცხოვრებას - დაბადების მომენტიდან - გარდაცვალებამდე. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვებს უყვებით ერთი უბრალო გოგონას ამბავს, ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ ამბავს უფრო ცოცხალსა და ფერადოვანს გახდით - მოუყევით მათ, რას ფიქრობს ეს გოგონა, რაზე ოცნებობს, რას აკეთებს, სად ცხოვრობს, რას ამბობენ სხვა ადამიანები მის შესახებ და ა.შ.
(5 წუთი)
მე ვიწყებ სიტყვებით: „მარი დაიბადა“... და შემდეგ ბურთს ვესვრი რომელიმე მონაწილეს, რომელმაც უნდა გააგრძელოს ისტორია, შეავსოს ამბავი ახალი ინფორმაციით და ბურთი სხვა მონაწილეს გადაუგდოს. სავარჯიშო უნდა შესრულდეს სწრაფად. ამ დროის განმავლობაში მასწავლებელმა ან რომელიმე მონაწილემ უნდა ჩაწეროს მთავარი მომენტები ფლიპჩარტზე ან დაფაზე.
მარის ისტორიის დასრულების შემდეგ, ფლიპჩარტს გვერდზე გადავდებთ და სავარჯიშოს თავიდან ვასრულებთ, ოღონდ ამჯერად აღვწერეთ ბიჭის ცხოვრებას, რომელსაც ჰქვია ირაკლი.
(20 წუთი)
დავკიდეთ ორივე ფლიპჩარტი კედელზე, ვთხოვე ბავშვებს, წაეკითხათ ორივე ამბავი და დაფიქრებულიყვნენ. ხედავენ თუ არა ისინი, როგორ განსხვავდება ეს ორი ისტორია ერთმანეთისაგან? შევეცადე დაცხმარებოდი მოსწავლეებსმიღებული ისტორიების ანალიზში.
მარის ისტორიაში უფრო მეტ ადგილს იკავებდა მისი ურთიერთობები (მას მოსწონს თავისი მასწავლებელი, მას შეუყვარდება, იგი ოცნებობს გათხოვებაზე). ირაკლის ისტორია უფრო მდიდარი იყო მისი მიღწევებით (იგი კარგ ნიშნებს იღებს, იგი გადაწყვეტს, ცოლი მოიყვანოს, რათა გაიკეთოს პოლიტიკური კარიერა, იგი მოგზაურობს საზღვარგარეთ). ირაკლის ცხოვრების აღწერისას ნაკლებად იყო ნახსენები ბავშვები და ოჯახი.
მოვძებნეთ ისტორიებში შემდეგი მომენტები: რას ფიქრობენ მშობლები გოგონას/ბიჭის შესახებ? ვინ სწავლობს კარგად სკოლაში - ბიჭი თუ გოგო? რომელი მათგანი მუშაობს? რომელ სექტორში? რომელი მათგანი მონაწილეობს კრიმინალურ საქმიანობაში? აქვთ თუ არა ოჯახს და საზოგადოებას ერთი და იგივე რეაქცია, ზოგადად, გიორგისა და ნინოს ქცევის მიმართ?
(20 წუთი)

მასალა: ფლიპჩარტები, მარკერები, ბურთი

შეფასება:

ეს სავარჯიშო, რომელიც ემყარება გამოცდილებას, დაეხმარა მოსწავლეებს, გაეცნობიერებინათ თავიანთი წარმოდგენები ქალურობისა და მამაკაცურობის შესახებ. ამ ისტორიებში აღწერილი მამაკაცისა და ქალის ცხოვრების მახასიათებლები შეესაბამება იმ კონტექსტს, იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ ისტორიის ავტორები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გიორგისა და მარის ისტორიები შეესაბამება იმ რეალობას, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მაგალითად, ქალები უფრო ხშირად მუშაობენ კერძო სექტორში, მამაკაცები უფრო ხშირად მონაწილეობენ კრიმინალში და ა.შ. მაგრამ, ამავე დროს, ეს ამბები, ასევე, ჩვენი გენდერული აღქმის ანარეკლიცაა, რომელშიც შესაბამისად აისახება ის, თუ რას აკეთებენ ბიჭები და გოგონები, მამაკაცები და ქალები, როგორ იქცევიან ისინი, რაზე ოცნებობენ და ა.შ. აქედან გამომდინარე, ყოველივე ეს გამოვიყენე, როგორც საფუძველი დისკუსიისა იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ ცხოვრობენ მამაკაცები და ქალები სხვადასხვა ცხოვრებით. როგორ გვიბიძგეს ჩვენმა წარმოდგენებმა და იდეებმა ქალურობისა და მამაკაცურობის შესახებ ასეთი განსხვავებული ისტორიების შექმნისაკენ.

წყარო: ეს სავარჯიშო „The Story of Joan and John“-ის ადაპტირებული ვარიანტია - Oxfam p.167






პროექტის მოკლე შეფასება
ეს პროექტი დაიგეგმა ბარსელონაში Mircosoft-ის განათლების მსოფლიო ფორუმზე, სადაც  ჩემთან ერთად კიდევ ორი ქართველი მასწავლებელი იმყოფებოდამარეხი ბასილიძე (თბილისის #157 საჯარო სკოლა) და თეა ნონიკაშვილი (გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა).
გლობალური ფორუმი წარმოადგენს იმ მასწავლებლების აღიარების საშუალებას, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებს ამზადებენ 21- საუკუნეში წარმატებული ცხოვრებისთვის. წელიწადში ერთხელ Microsoft- იწვევს ინოვაციური მასწავლებლების და ინოვაციური სკოლის პროგრამებში მონაწილეებს ენერგიულ და თანამშრომლობით კონფერენციაზე. ამ მაღალი კლასის ღონისძიებას ესწრებიან ინოვაციური მასწავლებლები, სკოლის და განათლების ლიდერები, ოფიციალური წარმომადგენლების ჩათვლით, მსოფლიოს 75 ქვეყნიდან.
სწორედ ამ ფორუმზე დაიგეგმა ეს საერთაშორისო პროექტი. პროექტის დაგეგმაში ვმონაწილეობდითმარეხი ბასილიძე ( საქართველო), João Carlos Ramalheiro (პორტუგალია), Vanessa Cristina (ბრაზილია), Mabusane Tlali(ლესოტო) და მე - რუსუდან გონაშვილი (საქართველო).
პროექტის თემა აქტუალურია, რადგან გენდერული თანასწორობა, როგორც დემოკრატიული ღირებულებების შემადგენელი ნაწილი შედარებით ახალი ფენომენია და შრომატევად სამუშაოს მოითხოვს სათანადო გარემოს შესაქმნელადსაუკუნეების მანძილზე დარღვეული თანასწორობის აღდგენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა სტრატეგიებით ებრძვიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობებისა და საზოგადოებების დიდმა ნაწილმა გააცნობიერა, თუ როგორი მასშტაბური და დამანგრეველია უთანასწორობის შედეგები.
ამ პროექტით გვინდოდადაენახათ მოსწავლეებს, რომ ჩვენ ყველას სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენია ერთი მხრივ ბიჭებისა და მამაკაცების, ხოლო, მეორე მხრივ გოონებისა და ქალების ცხოვრება. გვეჩვენებინა გენდერული მოდელების არსებობა ჩვენს კუთხეში, ქვეყანაში.
დავხმარებოდით მოსწავლეებს, გაეცნობიერებინათ თავიანთი წარმოდგენები ქალურობისა და მამაკაცურობის შესახებ. გაეაზრებინათ მამაკაცისა და ქალის ცხოვრების მახასიათებლები იმ კონტექსტს, იმ გარემოს შესაბამისად, რომელშიც ცხოვრობენ . ეთანამშრომლათ და ესწავლათ საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბება, ეფექტური კომუნიკაცია, გავითარებოდათ გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები.
პროექტი დასრულების სტადიაშია, დარჩენილია შემაჯამებელი კლიპის გაკეთება, რომელშიც ყველა მონაწილე ქვეყნის ბავშვები ერთად იმღერებენ.




Комментариев нет:

Отправить комментарий